00:47 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 16:42:05, 844 ნახვა

მსოფლიო
ვარშავაში ათიათასობით ადამიანი ახალი მთავრობის რეფორმებს აპროტესტებს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ათიათასობით ადამიანი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილის, მაცეი ვონსიკზეს დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მარიუშ კამინსკისა და მაცეი ვონსიკზეს დაკავებასთან ერთად, აქციაზე შეკრებილი ხალხი საზოგადოებრივ მედიებში გატარებულ რეფორმებსაც აპროტესტებს.

"ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებელი პოლონეთისთვის", - ასე მიმართა მთავარი ოპოზიციური პარტიის, "კანონისა და სამართლის" ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ აქციაზე შეკრებილ ხალხს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკზე პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.

გუშინ, 11 იანვარს კი, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ყოფილი შს მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების პროცედურას დაიწყებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics