10:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 16:00:57, 672 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი გახარიაზე - ამ პიროვნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა

გახარიას და მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, როგორც იტყვიან „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“. ამ პიროვნებამ საერთოდ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და კარგად დაენახებინა მთელი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მათიკაშვილის თქმით, "დღევანდელი გადასახედიდან უკვე გასაგებია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად როგორ ცდილობდნენ და დღესაც როგორ ცდილობს გიორგი გახარია  და მისი პარტიის წარმომადგენლები, ავნონ თავის ქვეყანას".

„გახარია არის ის ადამიანი, რომელმაც ხელისუფლება და ის ხალხი, რომელმაც ფაქტობრივად, მას მანდატი მისცა იმისთვის, რომ ის პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო, მიატოვა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე  მეტად სჭირდებოდა ძლიერი, სწორი ნაბიჯების გადამდგმელი ხელისუფალი.

მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ესწრებოდა ამ უმრავლესობის სხდომას, სადაც გახარია დაჟინებით მოითხოვდა, რომ მელიაზე იმუნიტეტის მოხსნა განხორციელებულიყო და ზუსტად ერთ დღეში, თუ ორ დღეში, ის გადადგა თანამდებობიდან და ამით აბსოლუტურად ხაზგასმით აჩვენა ის ვაი-პოლიტიკოსის სახე, რომლის საქციელიც წესით აბსოლუტურად სხვა უნდა ყოფილიყო და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა გადადგმულიყო მის მიერ ნაბიჯები.

სინამდვილეში ჩვენ დავინახეთ ხელმოცარული, მხოლოდ საკუთარ ამბიციებზე გათვლილი პოლიტიკოსის სვლა, რომლის შესახებაც დამერწმუნეთ, როგორც სამეგრელოში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ყველამ ყველაფერი იცის გადასარევად და ეს მართლაც არის 2%-იანი პარტია და 2%-იანი პოლიტიკოსი, რომლის პერსპექტივაც ამ 2%-ს ვერაფრით ვერ გასცდება",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics