|
2024-01-12 13:29:38, 814 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე კობახიძეს - არაფორმალური მმართველი არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს
არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს. ამას უყურებთ და ეგუებით უკვე მესამედ. ეს არის სამარცხვინო და უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ქვეყანაში დღესაც არაფორმალური მმართველობაა, რაც ხალხის გამარჯვებამ უნდა დაასრულოს. "მე გეტყვი, ირაკლი, რა არის აქსიომატური ჭეშმარიტება, რომ ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს თქვენი "ქოცური" შიდა გარჩევები და სირცხვილია, რომ ლამის ხუთი ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის ქვეყანაში გვაქვს მმართველობის ფორმა, სადაც არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს. ამას უყურებთ და ეგუებით უკვე მესამედ. ეს არის სამარცხვინო და უნდა დასრულდეს! ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს ხალხმა. უნდა გაიმარჯვოს ხალხმა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ მათთან ერთად!"- აცხადებს მანჯგალაძე, რომლის კომენტარსაც "სტრატეგია აღმაშენებელი" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)