03:32 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 11:51:32, 754 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი სტალინის გამოსახულებიან ხატზე - ორი წელია ვუყურებ და ვერ შევამჩნიე - აუცილებლად გადაიწერება

ორი წელია, ამ ხატს ვუყურებ და ვერ შევამჩნიე. იცით, რატომ ვერ შევამჩნიე, იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი, რომელსაც რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას უყურებ და შემდეგ ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და დაათვალიერო მისი ცხოვრების სცენები გარშემო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სტალინის გამოსახულებიან ხატზე საუბრისას განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ხატი აუცილებლად გადაიწერება, თუმცა ამას დრო და მომზადება სჭირდება.

"მე, მაგალითად ორი წელია, ამ ხატს ვუყურებ და ვერ შევამჩნიე. იცით, რატომ ვერ შევამჩნიე, იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი, რომელსაც რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას უყურებ და შემდეგ ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და დაათვალიერო მისი ცხოვრების სცენები გარშემო, რომელიც როგორც წესი, ხატებზე რომ გამოიხატება, თუ არ იცი თვითონ ცხოვრება, ისე ვერ აღიქვამ. ეს არის ხატწერა და არა მწერლობა.

სტალინის ისტორია, რომ სტალინი მატრონასთან მივიდა სახლში და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია. ის, რაც ამას მოჰყვა, არის ნამდვილი ვანდალიზმი.ეს არ შეიძლება. ეს არ არის საუბრის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და ვიღაცას გაეპარა, ამას სასკანდალო და საჩხუბარი არაფერი არ არის. წაიღებენ შემომწირველები. იმხელა ხატს უცებ ხელს ხომ ვერ მოკიდებ და წაიღებ, მომზადება უნდა. წაიღებენ აუცილებლად და გადაწერენ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, გუშინ, 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია - "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ". საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.

თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.

აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.

მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.

9 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საქართველოს საპატრიარქომ კი, სამებაში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის გარეშე დაშვება 2 დღით შეზღუდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics