2024-01-11 21:14:33, 589 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კრიშიანის კარინში სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
ლატვია მყარად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რიგაში, ჩემო მეგობრებო - ვოლოდიმირ ზელენსკი და დმიტრო კულება! ლატვია მყარად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. დიდება უკრაინას!", - წერს კარინში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,