00:47 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 16:59:34, 853 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს

ესტონეთი სამი წლის განმავლობაში შეიარაღების გასაუმჯობესებლად უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს,- ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ტალინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კარისის თქმით, აღნიშნულ დახმარებას უკრაინა 2027 წლამდე მიიღებს.

„უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი შეიარაღება. აუცილებელია, ევროკავშირის სამხედრო მრეწველობის სიმძლავრის გაზრდა, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება არა ხვალ, არამედ დღეს.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზუდვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე“, - განაცხადა ალარ კარისმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზეწოლას არ ექნება წარმატება, ვიდრე ევროპაში და მის გარეთ არის ერთიანობა მოკავშირეებს შორის.

„ზოგიერთ ქვეყანას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაარღვიონ ეს ერთიანობა“, - დასძინა კარისმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში დღეს, 11 იანვარს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics