12:20 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 14:17:25, 644 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რაც არ უნდა სპეკულაციები და სიბინძურე მოვისმინოთ, საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდება

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ყველა პარტიას საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოების შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ.

კალაძის თქმით, ეს "ჩვეულებრივი სპეკულაციებია".

„ჩვეულებრივი სპეკულაციებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, რომ არავის მიეცეს იმის შესაძლებლობა, რასაც კადრულობდნენ 2020 წელს - გახსოვთ ყველას, როგორ გააყალბა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგები იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ.

ვინ აფინანსებდა და საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, საზოგადოებამ იცის. რაც არ უნდა სპეკულაციები, ზოგიერთი ე.წ. ევროპარლამენტის მხრიდან სიბინძურე და მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე. არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია აწარმოოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვას - როდის აპირებს ხელისუფლება ქვეყანაში გრძელვადიანი, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას - თბილისის მერი პასუხობს, რომ დამკვირვებლები ოქტომბრამდე ჩამოვლენ, როგორც ამას საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„როცა ამის დრო და საჭიროება დადგება, გაცხადებული იქნება ეს ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე ყველა განვითარებულ ქვეყანაში. დღეს გინდათ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ? არის ამის აუცილებლობა?“ - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics