2024-01-11 12:45:39, 693 ნახვა
მსოფლიო
WHO - მხოლოდ დეკემბერში Covid-19-ით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, მხოლოდ დეკემბრის თვეში Covid-19-ით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში, საავადმყოფოებში მიმართვიანობა 42%-ით გაიზარდა.
WHO-ს ინფორმაციით, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა მდგომარეობა უფრო გაამწვავა, ხოლო კორონავირუსის ახალი, JN.1 ვარიანტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შტამია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,