|
2024-01-11 11:42:54, 927 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნა“ ჩაატარა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნა" ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში "დისლოცირებულ სამხრეთ სამხედრო ოლქის ბაზაზე ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად". "პერსონალს მიეცა სხვადასხვა დავალება, რომლებიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად, სამხედრო მოსამსახურეებმა ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები გამოიყენეს",- აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების მტკიცებით, "წვრთნაში მონაწილე ქვედანაყოფმა გამოიმუშავა შესაძლებლობა, რომ კოორდინირებულად აღკვეთოს ტერორისტული ჯგუფის თავდასხმა და ერთიანი გადაწყვეტილება მიიღოს საგანგებო სიტუაციაში".
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)