|
2024-01-10 20:12:26, 753 ნახვა
მსოფლიო
ანჯეი დუდა - არ შევწყვეტ ბრძოლას, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან
არ შევწყვეტ ბრძოლას პოლონეთის სამართლიანი სახელმწიფოსთვის, არ გავჩერდები, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა. როგორც დუდა აღნიშნავს, საზოგადოების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური საქმეა. „ღრმად ვარ შეძრული ამ სიტუაციით, ფაქტით, რომ ყოფილი მინისტრები მარიუშ კამინსკი და მაჩეი ვასიკი ციხეში მოათავსეს, პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად და რომ ეს გაკეთდა ასეთი გულმოდგინებით და სისასტიკით. მინდა, ერთ რამეში დაგარწმუნოთ, არ შევწყვეტ ბრძოლას პოლონეთის სამართლიანი სახელმწიფოსთვის. არ გავჩერდები, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან. არ შემეშინდება. ვიმოქმედებ სამართლიანად, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ანჯეი დუდამ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკზე პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)