2024-01-09 21:27:11, 842 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაიდენი ბრალდებებისთვის მზად უნდა იყოს
მე თუ ვერ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ თაღლითი ჯო ბაიდენიც ვერ მიიღებს იმუნიტეტს, - ამის შესახებ აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Thruth-ში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში „ჯო ბაიდენი მზად უნდა იყოს ბრალდებისთვის“.
„რა თქმა უნდა, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს, იმუნიტეტი მქონდა. მე არ ვაწარმოებდი წინასაარჩევნო კამპანიას, არჩევნები დიდი ხნის დასრულებული იყო. მე ვეძებდი ხმების გაყალბებას და ვიპოვე ის, რაც ჩემი ვალდებულება იყო. სხვა მხრივ, ვმართავდი ქვეყანას“, - წერს ტრამპი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,