2024-01-09 16:18:00, 929 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი დაასახელა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, 34 წლის ატალი, საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება.
მანამდე ის განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ელიზაბეტ ბორნმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,