2024-01-09 09:06:12, 840 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას JapanNews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაშავდა 665 ადამიანი, ხოლო 323 დაკარგულად მიიჩნევა.
გამოცემის ინფორმაციითვე, მიწისძვრას ცუნამის ტალღა და ტურისტულ მხარეში ხანძრის გაჩენა მოჰყვა. სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს კი, ხელს განმეორებითი ბიძგები უშლიდა.
შეგახსენებთ, რომ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე 1-ელ იანვარს მოხდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,