|
2024-01-07 11:55:52, 2334 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია - ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, რამე წარმატებას მიაღწიოს
ჩვენი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის, დაახლოებით, 60%-მდე, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რამე წარმატებას მიაღწიოს, ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2024 წელს ხელისუფლების ამოცანაა ქვეყნის შემდგომი წინსვლა. „იქნება მნიშვნელოვანი წელი, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა - ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალ წელსაც. ჩვენი გამარჯვება ამ საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის, დაახლოებით, 60%-მდე. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, რომ რამე წარმატებას მიაღწიოს ამ არჩევნებში, ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)