|
2024-01-04 12:11:18, 948 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნება“ - დიდი პატივისცემით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს
პარტია „ქართული ოცნება“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა. ჩვენს ერს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად, ვინაიდან მისი სულიერი წინამძღოლი სწორედ ილია მეორეა. მისი უწმინდესობა, აღსაყდრებიდან 46 წლის შემდეგაც დაუღალავად შრომობს ქართველი ხალხის სულიერების და ზნეობის განმტკიცებისთვის. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავიდან ჩამოყალიბების საქმეში, ვინაიდან სწორედ მისმა სიბრძნემ, ზნეობის, სიყვარულისა და ღირებულებებისადმი ერთგულების მაგალითებმა შეუწყო ხელი ქართველი ერის რწმენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და საქართველოს ეკლესიის სათავეში კიდევ მრავალი წელი ყოფნას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)