20:08 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-03 10:03:22, 908 ნახვა

საზოგადოება
საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ, ახალი 2024 წლის დადგომა საბაჟო გამშვებ პუნქტსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მყოფ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა და  საახალწლო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ეკონომიკურ ზონებში მყოფ მებაჟე ოფიცრებს სიტყვით მიმართა.

„შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კეთილსინდისიერი შრომისთვის, ჩვენ  ყველა თქვენს ინიციატივას გავიზიარებთ და გვერდით დავუდგებით. მჯერა, რომ 2024 წელი წარმატებების, ქვეყნის წინსვლის და განვითარების წელიწადი იქნება“, - აღნიშნა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics