12:20 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 15:25:39, 1089 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - ამ გადაწყვეტილებისვის მადლობა უნდა გადავუხადოთ

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მხოლოდ და მხოლოდ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს არა მარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მისცემს შესაძლებლობას, დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის სრული განადგურების ფონზე, მმართველ გუნდს სხვა გამოწვევები გაუჩნდა, რაზე საპასუხოდაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

„მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის და ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს ჩვენი პარტიის ყველა წევრი. რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად განმარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზანი, მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს აქვს სისუსტე, მაგალითად საარჩევნოდ, პირიქით - თავად ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ დღეს გუნდს აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და მის სიტყვაში იყო ნათქვამი, რომ ხვალ რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც კი არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, სწორედ იმ პირობებში, რაზეც საუბრობდა ბატონი ბიძინა, რომ ოპოზიცია არის სრულად მოშლილი, სრულად განადგურებული, აქ არის სხვა გამოწვევები და სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ბატონმა ბიძინამ ეს გადაწყვეტილება" - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics