|
2023-12-30 15:12:47, 1176 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დღევანდელმა დღემ ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე სპეკულაციებს წერტილი დაუსვა
დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით,აღნიშნული გადაწყვეტილებით "დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია". "დღეს აბსოლუტურად დასრულდა ყველანაირის სპეკულაციებისთვის სივრცე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო, დაბრუნება რატომ სჭირდებოდა? აბსოლუტურად ცხადია აქ ყველაფერი. პირიქით, დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ეს. ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. რა თქმან უნდა, რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას. აქედან გამომდინარე, დღევანდელმა დღემ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ სპეკულაციებს ამ ე.წ. არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)