|
2023-12-30 14:29:29, 1055 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს
2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს აუცილებლად, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მედისთან საუბრისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, პარტია იმავე ხაზს გაჰყვება, რომელსაც 2012 წლიდან მიჰყვებოდა და საქართელო 2030 წლამდე ევროკავშირის წევრი გახდება. "ქართულ ოცნებას“ დღეს რეალური რეიტინგი 60%-მდე აქვს და არა ის, რასაც ეს ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია - ამაზეც აქცენტი კარგად გავაკეთე ჩემს გამოსვლაში, რომ მე ამისთვის არ მოვედი - მოვედი იმისთვის, რაც ვთქვი. 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს აუცილებლად და გავყვებით იმ ხაზს, რასაც 2012 წლიდან მივყვებით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს 2030 წლამდე, რაც ძალიან რეალურია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დავხვეწოთ კიდევ, რაც შემოვიტანეთ ჩვენ დ გახსოვთ, მანამდე რაც იყო. ამ ხაზს და მიმართულებას გავაგრძელებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)