2023-12-29 17:18:42, 1454 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პლასტმასის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროისთვის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,