|
2023-12-29 16:56:12, 1133 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს, არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები - დანარჩენი უკვე თებერვალში
არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს, არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები,- ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. გვარამიას განცხადებით, მოკავშირედ მოიაზრებს "ყველა იმ ადამიანს, ვინც თანახმაა, იაროს ახალი გზებით და ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესით". "არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს. არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები. ვსაუბრობ და მომავალშიც ვესაუბრები მათ, ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად. ვინც ასხივებს გამბედაობას - შეცვალოს და კომპეტენციას - მართოს. ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ, თუ გნებავთ, ჩემს თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით და ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით, ყოველგვარი მიკერძოებების, წინასწარგანწყობების და ტრავმული მეხსიერების მიღმა. დანარჩენი ახალზე და ერთიანობაზე უკვე თებერვალში", - წერს გვარამია. ცნობისთვის, გუშინ, 28 დეკემბერს "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" წასვლას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)