20:48 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 15:49:13, 904 ნახვა

საზოგადოება
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია - „ავერსი“, „პსპ“ და „მერმისი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

კომპანიები "ავერსი", "პსპ" და "მერმისი" კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ განცხადებას ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანიის კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დაჯარიმების ფაქტს. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები "ავერსი", "პსპ" და "მერმისი" ცალსახად არ ეთანხებიან აღნიშნული მოკვლევის შედეგებს და ყველა მათგანი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სასამართლოში.

იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფას", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია  („ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“) კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics