13:55 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 23:57:01, 1936 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულებას უკავშირდება

თუ შეხედავთ იმ 9 პრიორიტეტს, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა და მას შეადარებთ 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც თავის დროზე, ორი წლის წინ წარმოგვიდგინეს, მოცულობით დაახლოებით იმის მეათედია, რაც იყო 12-პუნქტიანი, ანუ, 9-პუნქტიანი მოცულობით ათჯერ ნაკლებია. შესაბამისად, ამ ამოცანის შესრულება ბევრად უფრო მარტივია, ნაკლებ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულების ნება და რესურსი გააჩნია.

კობახიძემ დასძინა, რომ მმართველ გუნდს შეუძლია ერთპარტიულად შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას.

"არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება 9 პრიორიტეტის შესრულებას. ჩვენ 12 პრიორიტეტის მაგალითზე უკვე დავამტკიცეთ რომ გვაქვს ნება და რესურსი, სათანადოდ შევასრულოთ პრიორიტეტები, რომლებსაც წარმოგვიდგენს ევროკავშირი, ასევე გავყვებით რა თქმა უნდა, 9 პრიორიტეტსაც. რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, მათი გადასწყვეტია. ჩვენ, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც შეგვიძლია ერთპარტიულად უზრუნველვყოთ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, შეგვიძლია მარტო, ოპოზიციის გარეშე ვიმუშაოთ. თუ ჩაერთვებიან, ეს არის მათი საქმე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics