|
2023-12-28 18:21:18, 730 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო ბიჭვინთის აგარაკებზე - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას მტკიცედ ვგმობთ
ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის/პიცუნდის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. "ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის/პიცუნდის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი განხორციელების მექანიზმები", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ, გუშინ 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)