03:43 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 13:49:40, 1111 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი ბიჭვინთის აგარაკებზე - გადაწყვეტილება უკანონო და ბათილია - ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთში მიწის რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

გასრის თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

"საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთში მიწის რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი", - წერს გასრი. 

შეგახსენებთ, რომ, გუშინ 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ხელი მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics