23:25 - 11 Apr, 2026
|
2023-12-28 08:49:43, 1228 ნახვა
ომი უკრაინაში
Європейська правда - აშშ-მა უკრაინას 250 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Європейська правда პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. Європейська правда-ს ცნობით, დახმარების პაკეტი დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS და HIMARS სისტემებისთვის,155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; Stinger, TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს. მედიის ცნობითვე, პაკეტი ასევე მოიცავს 15 მილიონზე მეტ ტყვიას, ასაფეთქებელს, სათადარიგო ნაწილებს, სამედიცინო აღჭურვილობასა და სარემონტო და სხვა დამხმარე აღჭურვილობას. აღნიშნული სამხედრო პაკეტი ბოლო დახმარებაა, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2023 წელს გამოუყო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)