15:24 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 22:52:39, 572 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - მთავარი გამოწვევაა, ყველა გზაზე იარო ისე, რომ არც ერთი დააზიანო და უკან ნაბიჯი არ გადადგა

ცალ-ცალკე, ყველა წარმოადგენს რთულად გადასაწყვეტ საკითხს: ტერიტორიებიც, ეკონომიკური განვითარებაც, მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, როდესაც რეგიონში ასეთი ამბები ხდება; ევროკავშირის წევრობაც არ არის მარტივი ამბავი - მთელი რიგი წინაპირობებია, მაგრამ, რომ შევაფასოთ, უნდა ვთქვათ, რომ მთავარი გამოწვევაა, ამ ყველაფრის ერთად უზრუნველყოფა, ერთად სიარული და ერთად, სწორად საკითხების გადაჭრა, რომ ყველა მიმართულებით იარო წინ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაჭრელი, ხელისუფლების ამოცანა კი ამ გამოწვევების ერთდროულად მოგვარება და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაა.

 

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება, გამოწვევა და გადასაჭრელი საკითხი. არავის გაუკვირდება, თუ დავიწყებ ტერიტორიული მთლიანობით, რომელიც არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. გამოწვევა არის მშვიდობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და ერთ-ერთი მთავარი ასევე ევროკავშირის წევრობაა.

ყველა გზაზე იარო ისე, რომ არც ერთი არ დააზიანო, შენი ეროვნული ინტერესები, შენი თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი შეინარჩუნო, თან ამ გზებზე, რაც დავასახელე, იარო ისე, რომ ერთმა მეორე არ დააზიანოს ან ერთი მეორის ხარჯზე, ყველა ამ გზაზე ისე იარო, რომ ყველაფერი წინ მიდიოდეს და უკან ნაბიჯი არ გადადგა. ყველა საკითხი ისე გადაჭრა, ყველა პრობლემას ისე გაუმკლავდე, რომ ერთმა მეორე არ დააზიანოს, ან არ დააზიანებინო შენ თვითონ, ან ვინმემ არ მოახერხოს, რომ რომელიმე გზაზე ფეხი დაგიდოს და წაბორძიკდე - აი, ეს არის გამოწვევა." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, დღევანდელმა ხელისუფლებმა ყველას დაანახა, რომ ამ გზებზე გამართულად სიარული შეუძლია და საბოლოო ჯამში, შედეგებსაც აღწევს.

"შეიძლება ლოკალურად, რაღაც მომენტში, რომელიღაცა გზაზე ვიღაცას მოეჩვენოს, ამ გზაზე წინ წავედით, მაგრამ სხვა ზიანდებოდეს. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა და სირთულე სინამდვილეში იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი ისე უზრუნველყო, გრძელვადიან, მოკლევადიან, საშუალოვადიან პერსპექტივებში, რომ ერთმანეთის ხარჯზე არ მოხდეს რაღაცის გადაჭრა.

არა მხოლოდ ერთი წლის კონტექსტში, არამედ ზოგადად, ხელისუფლება ვინც უნდა იყოს, ქართველებმა, ამ ქვეყანამ, უნდა შეძლოს, რომ ეროვნული ინტერესებიც გაატაროს და ამისი დაზიანების ხარჯზე არაფერი იფიქროს, მშვიდობით, შერიგებით, განვითარებით იფიქროს დეოკუპაციაზე და ასე უზრუნველყოს საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი, ევროკავშირის წევრი გახადოს ეს ქვეყანა, ეკონომიკურად გააძლიეროს, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოს - ეს ყველაფერი ერთად, არ არის მარტივი გადასაჭრელი, ეს არის ყველაზე რთული, ვის შეუძლია ამის გაკეთება. იმიტომ ვართ ჩვენ მყარად და იმიტომ ვსაუბრობთ ასე თამამად, რომ ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, ასევე რა თქმა უნდა, მის აღმატებულება ქართველ ხალხს, ქართველებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ჩვენ ამ გზებზე დავდივართ გამართულად და საბოლოო ჯამში, უზრუნველვყოფთ შედეგებს", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics