2023-12-27 21:11:06, 705 ნახვა
მსოფლიო
ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ
პარიზში ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თანამშრომლებმა გაფიცვის თარიღად 27 დეკემბერი საგანგებოდ აირჩიეს, რადგან 100 წლის წინ სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა კოშკის შემქმნელი გუსტავ ეიფელი.
მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფიცვის მონაწილეები ეიფელის კოშკის მართვის მოქმედ მეთოდებს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ ეიფელის კოშკს დღეს ბიზნეს მოდელით მართავენ, რომელიც ზედმეტად ამბიციური და არასიცოცხლისუნარიანია.
მათივე მტკიცებით, ეს მოდელი დაფუძნებულია მომავალი დამთვალიერებლების არასწორად გათვლილ რაოდენობასა და ხარჯების არასწორ გათვლაზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,