|
2023-12-27 17:57:09, 641 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თავმჯდომარეობით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 32-ე სხდომა გაიმართა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თავმჯდომარეობით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 32-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მიღებულ იქნა 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიის 2024 წლის სამოქმედო გეგმა; საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელის მიერ გაკეთდა მოხსენება 2024 წლისთვის გაეროსა და IOM-ის როგორც გლობალურ, ისე საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამუშაო მიმართულებებზე; ასევე, ინტეგრაციის საკითხებზე. "სხდომას კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებთან ერთად ესწრებოდა პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)