|
2023-12-27 12:56:22, 693 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
„ქართული ოცნების“ ანტიპრაგმატული პოლიტიკის ფონზე, რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს. გახარიას თქმით, ოკუპანტი ქვეყნისთვის ბიჭვინთის გადაცემის „გადაწყვეტილება" უკანონოა. „ქართული ოცნების“ ანტიპრაგმატული პოლიტიკის ფონზე, რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა დააკმაყოფილა ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნა და მას კურორტი ბიჭვინთა გადასცა - სრულიად უგულებელყო ქართველი და აფხაზი ხალხის ნება. ასეთი „გადაწყვეტილებები“ უკანონოა. ჩვენ, აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა", - წერს გახარია X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)