|
2023-12-26 22:45:21, 505 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე - შეურაცხმყოფელი ხარისხიდან ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ხარისხზე გადავედით
თავდაცვის უწყებაში ხელშესახები და კონკრეტული შედეგები გვაქვს. ეს არის კონკრეტული ციფრები, მაგალითად, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მაღალი ინტერესი. ეს შედეგი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში. ჯუანშერ ბურჭულაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის ანგარიშს და აღნიშნა, რომ ბოლო სამ წელიწადში მიღწეული შედეგები რთულად წარმოსადგენი იყო ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ძალოვანი უწყებებისა თუ სხვა მიმართულებების თვალსაზრისით. მან თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ უწყებას საერთაშორისო ურთიერთობის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა თუ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით კონკრეტული შედეგები აქვს. „ის, რომ ჯარში წელს ჩვენ მოთხოვნა გვქონდა და მივიღეთ 1600 სამხედრო მოსამსახურე, არის წარმოუდგენელი. ეს შედეგი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ. ეს არის კონკრეტული შედეგი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)