2023-12-26 16:11:17, 664 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის მიწოდებაც იყო დაგეგმილი, ბელარუსშია
ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის მიწოდებაც ბელარუსისთვის იყო დაგეგმილი, უკვე ქვეყანაშია,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი ოქტომბერში დასრულდა.
"ყველაფერი თავის ადგილზეა და კარგ მდგომარეობაშია",- ამბობს ლუკაშენკო.
კითხვაზე, როდის არის შემდეგი სამხედრო წვრთნები დაგეგმილი, ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა:
"ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ. ყოფილი "ვაგნერელებიც" კი, რომლებიც ჩვენთან რჩებიან, დღეს ჩვენს განყოფილებებში მუშაობენ და გამოცდილებას გვიზიარებენ".
ავტორი: ექსპრესნიუსი,