|
2023-12-26 14:59:22, 660 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - კონფერენციის წლევანდელი ფორმატი აეწყო ლოგიკით, რომ შედეგისთვის მთავრობა და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა
შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო, წლევანდელი ფორმატი კი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილი იყო იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. "წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ - საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას, შარშან საქართველოს პრეზიდენტი მოწვეული იყო. სამწუხაროდ, მან, მისი გადაწყვეტილებით, არ მიიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაში, თუმცა დღევანდელ კონფერენციას, ფორმატი ჰქონდა შემდეგი, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება - მთავარი და საპარლამენტო განზომილება, ორი მთავარი ხელისუფლების შტო, მუშაობდა ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად, სწორედ ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი", - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 26 დეკემბერს თბილისში ყოველწლიური ელჩების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოწვევა არ მიუღია.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)