|
2023-12-26 13:27:34, 743 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ენგურჰესის კაშხალთან „სამუშაო შეხვედრა“ გამართა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კრისტინა ოზგანი "სპუტნიკ აბხაზიას" უდასტურებს, რომ ენგურჰესის კაშხალთან, "ქართულ მხარესთან სამუშაო შეხვედრა" ჰქონდა. ოზგანის თქმით, "აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ვარდნილჰესების რეკონსტრუქციის დაწყებას აპირებს". "განხილულ იქნა 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობის საკითხები, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის საჭირო დონის შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე კომპლექსის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები",- უთხრა ოზგანმა პროპაგანდისტულ მედიას. ცნობისთვის, მანამდე, 23 დეკემბერს Нужная газета-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 22 დეკემბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.მთავრობის წარმომადგენლებმა, ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ხელმძღვანელობით, ზუგდიდში ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)