|
2023-12-26 12:24:17, 576 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას
უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ელჩების კონფერენცია 2023"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, "საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას". "ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ყველამ დიდი წვლილი შევიტანეთ ამ საეტაპო და დამსახურებული გადაწყვეტილების მიღწევაში. მთავრობასთან ერთად და მათთან მჭიდრო კოორდინაციით, პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშავა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საჭირო რეფორმების გატარებაზე. საპარლამენტო საქმიანობის მესამედი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას მიეძღვნა. ასევე, მთავრობის მსგავსად, პრაქტიკულად მთლიანი პარლამენტი იყო ჩართული ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დიპლომატიურ მუშაობაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა. საპარლამენტო დიპლომატიური ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენი აქტიური და პროფესიულად მაღალი დონის მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ მოლოცვასთან ერთად, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის. თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ ქვეყნის ევროპული მომავლის განმტკიცებაში. ევროკავშირის წევრობის გზაზე ორი ფუნდამენტური ნაბიჯიდან ერთს უკვე მივაღწიეთ - მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ენერგიით უნდა შევუდგეთ მეორე ნაბიჯისკენ - ევროკავშირში სრული წევრობისკენ სიარულს. კანდიდატის სტატუტის მოპოვების წელიწად-ნახევრიანმა პროცესმა აჩვენა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა ის, თუ რომელ დღეს თუ თვეს დაიწყება ესა თუ ის ეტაპი, არამედ ის, რომ საერთო ჯამში, პროცესი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ნაკლები ისტერიით და შედეგზე მეტად ორიენტირებით. საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას, რათა ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული მზადყოფნის შემთხვევაში, მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები",- თქვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)