|
2023-12-26 11:21:44, 785 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას
საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე - "ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველო, დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით, მსოფლიო ათეულშია. "მე მინდა დეტალები გავიხსენო, რა ვითარება იყო 11 წლის წინ. მაშინ არ იყო დაწყებული კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე, პირიქით, ყოველ წელს, ყოველ თვე და ყოველ დღე საქართველო შორდებოდა ევროპას. ეს იყო რეალობა. საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. აი, ეს რეალობა დახვდა "ქართულ ოცნებას" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით, მსოფლიო ათეულშია. დღეს, 11-წლისთავზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)