2023-12-25 23:57:17, 866 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - 2024 წელი ისტორიაში შევა, როგორც არჩევნებში მასშტაბური და სრულად კოორდინირებული უკანონო ჩარევის წელი
2024 წელი ისტორიაში შევა, როგორც თაღლითი ჯო ბაიდენის მხრიდან არჩევნებში მასშტაბური და სრულად კოორდინირებული უკანონო ჩარევის წელი, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ცუდი და ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია.
"მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, საბოლოოდ იქნება დიდებული გამარჯვება იმ მამაცი პატრიოტებისთვის, რომლებსაც სურთ, ამერიკა კვლავ დიადი გახადონ", - განაცხადა ტრამპმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,