16:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-25 20:22:31, 709 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი ოჩამჩირის ბაზაზე - რაც ოკუპაციის მიღმაა, ჩვენი კონტროლის გარეთაა - ბერკეტები არ გვაქვს

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილს კომენტარი სთხოვეს საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც კოლომინა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს. დარჩიაშვილს ასევე კითხვით მიმართეს, რა საფრთხეებს ხედავს ნატო ოჩამჩირეში რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით და საქართველომ რა უნდა გააკეთოს, რომ ეს ვითარება ნატო-სთან დაახლოებისთვის გამოიყენოს.

დარჩიაშვილის თქმით, ოკუპაციის ხაზს მიღმა რაც ხდება, ეს არის პასუხისმგებლობა ძალის, რომელიც ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

"ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტია, აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მეგობრებთან, მათი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი აქტიური მუშაობით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მობილიზებით ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics