|
2023-12-25 14:21:17, 786 ნახვა
პოლიტიკა
TI - წელს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 2023 წელს, ისევე, როგორც გასული წლების განმავლობაში, შეიმჩნეოდა მმართველი პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2023 წელს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე კი გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო. გამოვყოფთ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის სამ ძირითად კატეგორიას: 1. მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმების მაგალითები:
2. მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარისა და სავარაუდო დაშინების მცდელობები:
3. ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობა, მათი დაკავება და დაჯარიმება: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” (ე.წ რუსული კანონის) კანონპროექტის წინააღმდეგ მარტის დასაწყისში გამართული აქციების გაშუქებისას, 2 ჟურნალისტი - ინტერნეტგამოცემა “პუბლიკას” დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და “ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. შემდგომ სასამართლომ ისინი დააჯარიმა. ამავე აქციებისას, დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევაც, ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობასაც. იყო ჟურნალისტების მისამართით ჩადენილი ისეთი შესაძლო დანაშაულებიც, რომლებიც შესაძლოა, პირდაპირ არ ებმის მათ პროფესიულ საქმიანობას, თუმცა აჩენდა შიშს, დაუცველობას და თავად ჟურნალისტები ამ დანაშაულების უკან მათი პროფესიული საქმიანობის კონტექსტს ხედავდნენ. მაგალითად:
ჟურნალისტებზე თავდასხმები, მათ მიმართ მუქარა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინებისა და დისკრედიტაციის მცდელობების გახშირებული შემთხვევები, დანაშაულების გამოუძიებლობა და დაუსჯელობა კლეპტოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციისა და 2024 წლის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების პირისპირ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მმართველმა პარტიამ უზრუნველყოს შიშისგან თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემო, სადაც ჟურნალისტები დაუბრკოლებლად შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოების სათანადო ინფორმირებას. ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოძიება და დამნაშავეთა დაუსჯელობის დასრულებაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)