23:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-25 09:21:34, 1362 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკის საშობაო მიმართვა - ბოროტება დამარცხდება, ზუსტად ამისთვის ვლოცულობთ დღეს ერთად

დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას, როგორც ერთი დიდი ოჯახი, ერი და ქვეყანა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დღეს ყველა უკრაინელის საერთო მიზანი და ოცნება უკრაინის თავისუფლება და გამარჯვებაა.

"დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას, როგორც ერთი დიდი ოჯახი, ერი და ქვეყანა. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ლოცვა უფრო ძლიერი იქნება. ხალხის ლოცვა - ის გააერთიანებს მილიონობით ხმას ისე, როგორც არასდროს.

ეს არის შობა, რომელსაც აქვს განსხვავებული განწყობა, კონტექსტი და გემო. საოჯახი ვახშამი არ არის ისეთი, როგორც ყოველთვის, რადგან ყველა ჩვენგანი არ იმყოფება სახლში და ყველა ჩვენგანს არ აქვს სახლი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ როგორი კერძებია სუფრაზე, არამედ როგორი ადამიანები არიან მაგიდის გარშემო და რამდენად ძვირფასია, როცა ისინი ჩვენთან ახლოს არიან. 

დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ ვრთავთ ჩვენს სახლებს, არამედ ის, თუ როგორ ვიცავთ მას და ვანადგურებთ მტერს ჩვენი სახლიდან. გვიხარია, როცა საღამოს ცაზე პირველ ვარსვლავს ვამჩნევთ და ვერ ვხედავთ მტრის რაკეტებს ან დრონებს.

ქრისტეშობამდელი ღამეები წელიწადში ყველაზე გრძელია, მაგრამ დღე უკვე იწყებს ზრდას და სინათლე გამარჯვებას იწყებს. სინათლე ძლიერდება. ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი-დღე სიბნელე მარცხდება. საბოლოოდ, სიბნელე წააგებს. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს ჩვენი საერთო მიზანია, საერთო ოცნებაა და ზუსტად ეს არის ის, რისთვისაც დღეს ერთად ვლოცულობთ. ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი გამარჯვებისთვის. ჩვენი უკრაინისთვის. ქრისტე დაიბადა! ვადიდოთ იგი! ქრისტე იშვა!"- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics