|
2023-12-24 17:27:08, 954 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ბაიდენს ვუთხარი, რომ ჩვენ საბოლოო გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ - აშშ-ს ეს ესმის
პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარი, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, ომის გადაწყვეტილება კი დაფუძნებულია ოპერატიულ შეხედულებებზე". "კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. ვაფასებ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ პოზიციას გაეროს უშიშროების საბჭოზე - პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს საომარ ძალისხმევას. მე ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ეს ესმის შეერთებულ შტატებს. ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აშშ-მა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის ხელს რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა, ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე",- ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)