13:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-23 15:17:14, 522 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის გამგეობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე მოსახლეობის წინაშე გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშით წარდგა.  2023 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 27 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, ირაკლი ანდღულაძემ ყურადღება მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა.

"საგზაო ინფრასტრუქტურა 55 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები - 117 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე ქსელი 9 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 14 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 18 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 47 მისამართზე განხორციელდა; 7 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 5 მისამართზე დაზიანებები შეკეთდა.

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განთარებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“, მიმდინარე წელს 215 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 52 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 63 კორპუსში ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 34 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა.

ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 18 000-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა.

2023 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 10 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, საახალწლო ღონისძიება კი, წლის ბოლოს ჩატარდება.

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი,  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე, ასევე, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და სხვადასხვა რაიონის გამგებლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics