2023-12-23 14:59:10, 571 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 886 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვის ბიუჯეტის პოლიტიკის კანონპროექტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
კანონპროექტი უზრუნველყოფს სამხედროებისთვის მაღალ ანაზღაურებას ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან, აძლიერებს აშშ-ის პოზიციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა შეაჩეროს ჩინეთის ქმედებები.
კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,