16:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 16:36:23, 652 ნახვა

პოლიტიკა
„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - პარტიების კამპანიის სისწორე ცესკომ დღეს ნათლად დაადასტურა

ემიგრანტების აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დღეს ცესკომ ნათლად დაადასტურა პარტიების „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ კამპანიის „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ სისწორე, - ამის შესახებ პარტიების "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიების ცნობით, განცხადების პოლიტიკურად მიკერძოებული სტილის მიუხედავად, ცესკომ დაადასტურა, რომ „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის, ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მათგანმა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაცია გაიაროს სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში“.

„აღნიშნულით, ცესკომ გასცა მკაფიო დაპირება, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნა და შესაბამისი მონაცემების მიწოდების შემდეგ გახსნას საარჩევნო უბნები ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

კამპანიის ამ ეტაპზე, აუცილებელია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაფიო და არაორაზროვანი განმარტება ზუსტი პროცედურის შესახებ, რომლის გავლაც საჭიროა ემიგრანტებისთვის, რათა მოხვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადასაგზავნ ბაზაში, უცხოეთის იმ ქალაქებში საარჩევნო უბნების სწრაფად და დაუბრკოლებლად გასახსნელად, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურთ. მოვუწოდებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს საჯარო განცხადება აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტიების „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ დაწყებული კამპანიის ფარგლებში, ამ ეტაპისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განცხადებების მომზადება მიმდინარეობს მსოფლიოს 45 ქალაქში, ხოლო 6 ქალაქიდან: აშშ - ცინცინატი, აშშ - მაიამი, ბელგია - ანტვერპენი, ესპანეთი - ვალენსია, იტალია - ლეჩე, იტალია - მანტუა შესაბამისი განცხადებები უკვე გადაგზავნილია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

კამპანია ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მოსაპოვებლად გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" კამპანიას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გამოეხმაურა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს.

ამასთან, დღეს, 22 დეკემბერს, ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მხარეებს მოუწოდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები შეცდომაში არ შეიყვანონ და არჩევნებში მათ მონაწილეობას ხელი კანონის შესაბამისად შეუწყონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics