|
2023-12-22 15:53:48, 747 ნახვა
საზოგადოება
ლევან გამყრელიძე - საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება სააგენტოს მნიშვნელოვანი ამოცანაა
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს საავტომობილო გზით უკვე შეუძლიათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის, ლევან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მხარესთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტიური ძალისხმევითა და სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უშუალო ჩართულობით. მისივე თქმით, შეთანხმების შედეგად, ახალ ეტაპზე გადადის საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში. „საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და ქართველი გადამზიდველებისთვის საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა სააგენტოს მნიშვნელოვანი ამოცანაა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს ქართველი გადამზიდველების ინტერესების დაცვას და კონკურენტუნარიანობის ზრდას ახალ ბაზრებზე“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ პირველი ნებართვა უკვე გასცა. სააგენტოს თბილისის ფილიალიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ნებართვების მიღება უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება რეგიონის ოფისებს, ნებართვების გაცემა დაიწყება მომავალი წლიდან. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული გადამზიდველებისთვის, როგორც ორმხრივი და ტრანზიტული, ისე მესამე ქვეყანაში/ქვეყნებიდან გადაზიდვის კვოტების გაცვლას.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)