16:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 15:42:37, 656 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ EU-ში უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ

გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ დაამტკიცა, რომ "როგორი ტურბულენტური პროცესებიც არ უნდა გაიაროს, საბოლოო ჯამში, მიზნის მიღწევას მაინც ახერხებს".

"მე ჩემი პოზიცია შემიძლია გითხრათ - არ იქნება 2024 წელს, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წელს უნდა იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება, თუმცა პოლიტიკური საკითხია და ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ. მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკების გახსნა, მით უმეტეს გვეკუთვნის 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება.

ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლო ჯამში, ვახერხებთ მიზნის მიღწევას და ეს კარგად გამოჩნდა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო რთული პროცესი, მაგრამ ეს პროცესები მივიყვანეთ წარმატებამდე, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და იგივე დაპირება შეგვიძლია გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება, როცა იქნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინაზე და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში.

კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა შარშან, მაგრამ მოგვენიჭა წელს. არაფერი შეცვლილა პრაქტიკაში. გაწევრიანებას რაც შეეხება, გაწევრიანების თარიღზე ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს. ყოველ ჯერზე ჩვენ უფრო გვიან ვიღებდით კონკრეტული პროცესების დაწყებას ევროკავშირისგან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში, უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების გაფორმების თაობაზე, გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, მაგრამ სამივე შემთხვევაში, დავასწარით უკრაინას და მოლდოვას. რატომ? ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ საბოლო ჯამში, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, მით უმეტეს, ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც წარიმართა უკრაინაში და რაც ასევე გავრცელდა დიდწილად მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვართ ბევრად წინ ყველა თვალსაზრისით - დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის. ყველა მიმართულებით ვართ ბევრად წინ, ათჯერ უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. მართალია, მათზე გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მათზე ბევრად ადრე შევალთ ევროკავშირში", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს​.

ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics