16:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 15:16:58, 594 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - პერიოდულად ცდილობს, დემენცია გაითამაშოს - ჭარბი კომფორტი აქვს

სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ მედიის კითხვებს სუპერ პაკ-ის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებითაც უპასუხა.

"რაც შეეხება სუპერ პაკ-ს, არ ვიცი, მათი პარტია "ნაცმოძრაობა" არის ჩამოსული 20%-ს ქვევით, სადღაც 15%-ზე არიან უკვე ჩამოსული. ეს არის მათი სუპერ პაკ-ი - ხაბე-კეზერა-სააკაშვილის სუპერ პაკ-ი",- თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის კლინიკა "ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა "შესაბამისი უწყებების საქმეა".

"მე მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი იმიტომ, რომ მას არ ეკუთვნის ობიექტურად, მე ასე მგონია, საავადმყოფოში ყოფნა გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს",- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics