|
2023-12-22 12:38:26, 599 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ გინტური - მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას - სტრასბურგში გავგზავნით საბუთებს
მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას - გადმოსცენ საქართველოს, გაასამართლოს საქართველომ, თუ არადა, მერე სტრასბურგში გავასამართლებთ და გავგზავნით საბუთებს, - ამის შესახებ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა განაცხადა. ნიკოლოზ გინტურის თქმით, "საქართველოს მთავრობა ვერაფერს ვერ და არაფერს არ გააკეთებს". "დავათვალიერე ჩემი ძმის მანქანა, ვნახე. იძახდნენ, რომ 3-4 ტყვია აქვს ნასროლიო, მაგრამ 35 ტყვიაზე მეტი აქვს ნასროლი, რაც მე დავთვალე. მე როგორც ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა ვერაფერს ვერ გააკეთებს და არც გააკეთებს. ველოდები ცოტა ხანი ექსპერტიზის დასკვნას, მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას - გადმოსცენ საქართველოს, გაასამართლოს საქართველომ, თუ არადა, მერე სტრასბურგში გავასამართლებთ და გავგზავნით საბუთებს", - განაცხადა ნიკოლოზ გინტურმა. ცნობისთვის, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. 22 ნოემბერს, ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართა, ხოლო 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა აღნიშნული რეზოლუცია მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)