|
2023-12-22 12:10:29, 785 ნახვა
პოლიტიკა
რაქვიაშვილი - გახარიას შეეშინდა, რომ „ნაცობას შეტენიდნენ“
მე მგონი, გახარიას გუნდს უბრალოდ შეეშინდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" სხვადასხვა შეთანხმებების გამო, გახარიას "ნაცობას" შეტენიდნენ და შეეცადნენ, რომ მაქსიმალურად "ანტინაცური" რამე გაეკეთებინათ, - ასე ეხმაურება "გირჩის" დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას. რაქვიაშვილის თქმით, "გახარიას პარტიაში სერიოზულად არავინ არ ნერვიულობს იმაზე, მესამე პრეზიდენტი "ვივამედში" იქნება თუ ციხეში". "მე მგონი, გახარიას გუნდს უბრალოდ შეეშინდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" სხვადასხვა შეთანხმებების გამო, გახარიას "ნაცობას" შეტენიდნენ და შეეცადნენ, რომ მაქსიმალურად "ანტინაცური" რამე გაეკეთებინათ. ამიტომ, რა უნდა თქვა ისეთი, რომ "ოცნებაზე" "ქოცური" პოზიცია დაიკავო. მე მგონი, ამის იქით არაფერი არ დგას, არავინ სერიოზულად არ ნერვიულობს გახარიას პარტიაში მიხეილ სააკაშვილი "ვივამედში" იქნება თუ ციხეში", - განაცხადა რაქვიაშვილმა. ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)