|
2023-12-21 18:55:07, 740 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას ახსოვს
პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება ბევრ კითხვას სცემს პასუხს. „როდესაც პუტინის პირად პატიმარს თავს ესხმი და ქვეყანაში გყავს რუსული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, ვის სამსახურშიც ახლო წარსულში შენც იდექი, ეს განცხადება ბევრ კითხვას პასუხს სცემს. პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)